ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა ლუკას პოდოლსკიმ ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
“როგორც იქნა, ეს დროც დადგა – მოედანს დავუბრუნდი”, - განაცხადა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშის შემდეგ გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა.
შეგახსენებთ, რომ პოდოლსკი “ფენერბახჩესთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა. მუხლქვეშა მყესის დაზიანების გამო, თავდამსხმელს 10 კვირა გაუცდა.







