საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიურ პოდჩეტრტეკში იმყოფება და 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. როგორც უკვე ვიუწყებოდით, იმ შემადგენლობას, რომელმაც მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში გამართულ ტურნირზე ითამაშა, უკვე შეუერთდნენ თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე.
იგორ კოკოშკოვის შეგირდები პოდჩეტრტეკში 23 ივლისამდე დარჩებიან, შემდეგ კი სლოვენიურსავე როგაშკა სლატინაში გადაინაცვლებენ და “ოთხთა ტურნირში” ჩაერთვებიან.
შეჯიბრის განრიგის თანახმად, 24 ივლისს, თბილისის დროით 19:15 საათიდან, ქართველი კალათბურთელები უკრაინას გაეჯიბრებიან, 25-ში 22:05 საათზე – მასპინძელ
ისიც ვთქვათ, რომ სლოვენიის და საქართველოს ნაკრებთა მატჩი არა როგაშკა სლატინაში, არამედ, მურსკა სობოტაში შედგება, მატჩების ბილეთების ფასი კი 10 ევროა.
სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, მასპინძელთა ეროვნული გუნდის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას TV Slovenija 2 განახორციელებს, ამდენად, საქართველოს ეროვნული გუნდის ერთი თამაშის ხილვის საშუალება ინტერნეტით გვექნება.