მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა “საუთჰემპტონის” მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს მუშაობას ყურადღებით ადევნებს თვალს. Mirror-ის ცნობით, არგენტინელმა სპეციალისტმა შეიძლება მალე თანამდებობა დატოვოს. “სამეფო კლუბი” კი მზადაა, გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ მის ერთ-ერთ მემკვიდრედ პოჩეტინოს კანდიდატურა განიხილოს.
ანჩელოტის “რეალში” დარჩენის საკითხი მნიშვნელოვანწილად ევროარენაზე ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული. პოჩეტინოს შანსი კი სავარაუდოდ არც თუ ისე მაღალია, რადგან მადრიდელთა მომავალ მწვრთნელად მთავარ ფავორიტად ბევრი ზინედინ ზიდანს მიიჩნევს, რომელიც ამჟამად კარლო ანჩელოტის თანაშემწეა.