ფეხბურთი

11:11 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინოს “მონაკო” ეპატიჟება

“საუთჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ შეიძლება კლუბი დატოვოს. A Bola-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტს “მონაკოს” ხელმძღვანელობა სთავაზობს მთავარი მწვრთნელის სავარძელს.

მონაკოელებს ამჟამინდელ დამრიგებელ კლაუდიო რანიერისთან განშორება უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ და ბოლო დროს რამდენიმე სავარაუდო კანდიდატურის შესახებაც დაიწერა. მათ შორის ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის ვარიანტმაც გაიჟღერა, რომელიც ამჟამად მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

0.129183