“საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო თავისი გუნდის გამოსვლით ამაყობს. ,,დეილი ეჩოსთვის’’ მიცემულ ინტერვიუში არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბის ბოლოდროინდელ თამაშებზე ისაუბრა.
,,სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, გუნდი გასაოცარ თამაშს აჩვენებს. შედეგები მიგვითითებენ კლუბის სწორ სტრატეგიაზე. ფეხბურთელები გაორმაგებული მონდომებით ვარჯიშობენ, მათი გარჯით კმაყოფილი ვარ, მენტალურად და ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. წარმატებული მატჩები ნაყოფიერი შრომის დასტურია” _ განაცხადა ,,წმინდანების’’ დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები პრემიერლიგის ცხრილში 15 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და პირველ ადგილზე მყოფ “არსენალს” ოთხი ქულით ჩამორჩებიან. წარმატებულ მატჩთაგან აღსანიშნავია გამარჯვება. ”ენფილდზე’’ “ლივერპულთან” მინიმალური ანგარიშით და “მანჩესტერთან” ,,ოლდ ტრაფორდზე’’ ფრედ დასრულებული შეხვედრა (1:1).
დიმიტრი შარიქაძე