კალათბურთი

11:07 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პლეიოფისათვის ბრძოლა გრძელდება

 

დასავლეთ კონფერენციაში პლეიოფში შემსვლელი, უკანასკნელი - მერვე ადგილისათვის უშეღავათო ბრძოლა გრძელდება. "ლოს ანჯელეს ლეიკერსი", "იუტა ჯაზი" და "დალას მავერიქსი" თავისმხრივ არაფრის დათმობას არ აპირებენ და თავგანწირულად იბრძვიან, რათა რეგულარულ გათამაშებასთან ერთად არ დასრულდეს მათთვის მიმდინარე სეზონი.

"დალასმა" ტეხასში "ჩიკაგოს" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში დირკ ნოვიცკის გმირობის შედეგად ბოლო წამებზე მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა 100:98.

თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე სამი მეოთხედის შემდეგ "ბულზის შემადგენლობაში "აფეთქდა" ნეიტ რობინსონი, რომელმაც არაერთი ბურთი ჩააგდო შორი დისტანციიდან და საკუთარი გუნდის ანგარიშში გაქცევას დაუდო სათავე. შედეგიანი გახლდათ სამწამიანი ზონიდან კარლოს ბუზერი, რომელმაც რამოდენიმე სამქულიანი შეტევა მოუტანა "ჩიკაგოს". ამ ფაქტორთა გათვალისწინებით სტუმრებმა საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე 12 ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს 97:85. რიკ კარლაილმა სასწრაფოდ ტაიმაუტი აიღო, რის შემდეგაც ზღაპრული "ცომებაცკ"- იც დაიწყო "დალასის" შესრულებით. ბრენდან რაიტის, ო ჯეი მეიოს და მაიკ ჯეიმსის საშუალო დისტანციიდან ჩაგდებული ბურთების შედეგად შეხვედრაში ინტრიგა დაბრუნდა, მეოთხე მეოთხედის უკანასკნელი წუთის დაწყებასთან ერთად "მავერიქსის" გერმანელმა ლეგენდარულმა ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ მარჯვენა კუთხიდან  სამქულიანი ჩასვა და მასპინძელთა ჩამორჩენა კიდევ უფრო შემცირდა 95:97. საპასუხო შეტევაში ბუზერზე დაჯარიმდნენ "დალასის" კალათბურთელები, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან 50 % სიზუსტით ისროლა 98:95. მასპინძლებს შეცდომის დაშვების უფლება აღარ ქონდათ და გაჭირვების ჟამს ისევ დირკი მონახეს, რომელმაც ამჯერად საშუალო დისტანციიდან გაისროლა ზუსტად 97:98. ტაბლოზე სათამაშო დროის გასწვრივ 27 წამი ფიქსირდებოდა. რიკ კარლაილმა გადაწყვიტა ტაქტიკური ფოლები აეღო და ამჯერად ახალგაზრდა ბატლერზე აიღეს ჯარიმა მასპინძლები. ჯიმიზე იმოქმედა სტვენამ და დარბაზში ატეხილმა ღრიანცელმა, რის შედეგადაც მან ორივე საჯარიმო გააფუჭა.. ეს უკვე შანსი გახლდათ, ბოლო 7 წამში "დალასს" თამაში უნდა მოეგო და ეს ასეც მოხდა. მოულოდნელად მეტოქის ნახევარზე ბურთი ცენტრმა ელტონ ბრენდმა გადმოიტანა, რომელმაც ბურთი ვინს კარტერს გადააწოდა, "ვინსენიტიმ" დრიბლინგით სცადა მეტოქის კალათისკენ გზის გაკვლევა, თავისკენ ორი "ბულზის" კალათბურთელი მიიზიდა და უეცრად ზურგს უკან წამიერად მარტოდ დარჩენილ დირკ ნოვიცკის უპასა, რომელმაც პერიმეტრიდან კიდევ ერთი სამქულიანი "დააჭედა" "ჩიკაგოს" და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა 100:98.

შეხვედრის გმირი რაღათქმაუნდა დირკ ნოვიცკი გახდა, რომლის მონაგარი 35 ქულა იყო, ხოლო "ბულზის" რიგებიდან გამოირჩა კარლოს ბუზერი, რომელმაც საკუთარ აქტივში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა 25 ქულა და 11 მოხსნა.

კალიფორნიული დერბის ფარგლებში "ლეიკერსი"  საკრამენტოს ეწვია და იქაურ "კინგზსს"  5 ქულიანი სხვაობით გაუსწორდა 103:98. სტუმართათვის მატჩი საშინლად დაიწყო, რადგან მეორე წუთზევე დაიმტვრა კანადელი გამთამაშებელი სტივ ნეში, მის მაგივრად შემოსულმა სტივ ბლეიკმა კი კარგა ხანი ვერ დაალაგა გუნდის თამაში. ამით მშვენივრად ისარგებლა "საკრამენტომ" და საწყისის მეოთხედი 12 ქულიანი სხვაობით 37:25 მოიგო.

მეორე პერიოდიდან თამაში საკუთარ თავზე აიღო კობი ბრაიანტმა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა მოედანზე: აგროვებდა ქულებს, არიგებდა თანაგუნდელებზე შედეგიან პასებს და ფარზე მოხსნებზეც აქტიურობდა, "შავ მამბას" მშვენივრად ამოუდგნენ მხარში წინა ხაზის მოთამაშეებიც. დუვაიტ ჰოვარდმა(24ქულა+15მოხსნა) და პო გასოლმა(12ქულა+10მოხსნა) ორმაგი დუბლები მიითვალეს საკუთარ ანგარიშზე და  უკანასკნელი მეოთხედის წინ "ლეიკერსი" 7 ქულიანი უპირატესობით გახლდათ წინ 82:75. დარჩენილ დროში მაიკ დანტონის დამოძღვრილმა გუნდმა თავგანწირვით იბრძოლა და ხელიდან აღარც გაუშვია გამარჯვება 103:98.

მატჩის MVP კობი ბრაიანტი გახდა, რომელსაც 1 მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე 19 ქულა, 14 პასი, 9 მოხსნა. დღევანდელი შეხვედრა "შავი მამბასთვის" ისტორიული გამოდგა, რადგან მან ნბა-ს ყველადროის ბომბარდირთა დავაში გადაასწრო თვით უილტ ჩემბერლენს.

უდიდესი კონკურენციის მიუხედავად "იუტა" ჯიუტად განაგრძობს წარმატებულ თამაშს და ინარჩუნებს პლეიოფში გამსვლელ  მერვე პოზიციას. ამჯერად "ჯაზმენებმა" საკუთარ არენაზე "ბრუკლინს" უმასპინძლეს და უხვქულიან შეხვედრაში 116:107  დაამარცხეს მეტოქე. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო რენდი ფოი გახლდათ 26 ქულით, "ნეთსის" რიგებში კი გამოირჩა ბრუკ ლოპესი, რომელმაც "იუტას" 27 ქულა ჩაუგდო. პი ჯეი კარლესიმომ სამატჩო განაცხადში კი შეიყვანა ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია, თუმცა მას თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცემია.

ამჟამად დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში "დალასი" (36-37) მხოლოდ მეათე პოზიციაზეა, "ლეიკერსი"(38-36) მეცხრეა, თუმცა საპლეიოფო ზონაში მყოფ "იუტას" კალიფორნიელთა მსგავსად ერთნაირი მოგება-წაგების ბალანსი გააჩნია.

სამშაბათს Staples Center-ში "ლეიკერსი" "დალსს" უმასპინძლებს, სადაც ბევრი რამ გაირკვევა.  

 

დალასი - ჩიკაგო 100:98 (24:23, 29:33, 22:19, 25:23)

დალასი: მ.ჯეიმსი (5), მეიო (4), ბრენდი (2), მერიონი (10), ნოვიცკი (35); რაიტი (17), კარტერი (17), კრაუდერი (2), კოლისონი (8)

ჩიკაგო: ჰაინრიხი (10), მოჰამედი (2), ბუზერი (25+11მ), დენგი (25), ბატლერი (4); კუკი, რობინსონი (25), გიბსონი (7)

 

საკრამენტო - ლეიკერსი 98:103 (37:25, 20:28, 18:29, 23:21)

საკრამენტო: ტომასი (10), ევანსი (21), კაზინსი (19+11მ), ტომპსონი (15), სალმონსი (13); ჰოუსი (2),ტორნტონი (18), პატერსონი (), დაგლასი

ლეიკერსი: ნეში (2), მიქსი (14), ჰოვარდი (24+15მ), გასოლი (12+10მ), ბრაიანტი (19+9მ+14პ); კლარკი (7), ჯემისონი (10), ბლეიკი (15)

 

იუტა - ბრუკლინი 116:107 (33:28, 19:26, 31:20, 33:33)

იუტა: მო. უილიამსი (20), ფოი (26), ჯეფერსონი (20), მილსაპი (9), ჰაივარდი (8); მა. უილიამსი (14), ბარქსი (2), ფეივორსი (13),ტინსლი  (4)

ბრუკლინი: უილიამსი (21+11პ), ბოგანსი (3), ლოპესი (27),ევანსი (4+16მ), ვოლესი (2); ბლაჩი (10),ვოტსონი (22), ბრუქსი (10), ჰამფრიზი (8)

 

ატლანტა - ორლანდო 97:88 (23:27, 22:17, 22:16, 20:28)

ატლანტა: ტიგი (7), პეტრო (6), სმიტი (21), კორვერი (8), ჰარისი (17); სკოტი, ჯონსონი (21), ჯონსი (1), სტივენსონი (), ტოლივერი (8), მაკი (8)

ორლანდო: უდრიხი (20), ჯონსი (8), ჰარკლესი (17), ჰარისი (11+10მ), ვუჩევიჩი (17+15მ); ოქვინი (2), მური (4), ნიკოლსონი (9), ლემბი

 

ფილადელფია - შარლოტი 100:92 (22:31, 27:15, 24:25, 27:21)

ფილადელფია: ჰოლიდეი (14), ვილკინსი (15)თ. იანგი (15+10მ), თერნერი (22), ჰოუსი (19); რაიტი (3), აივი (11), ალენი (1)

შარლოტი: ვოკერი (16), ჰენდერსონი (19),ბიიომბო (8), მაკრობერტსი (15), კიდ-გილკრისტი (21); ადრიენი (2),გორდონი, პარგო (11)

 

ჰიუსტონი - კლიპერსი 98:81 (28:29, 27:21, 30:13, 13:18)

ჰიუსტონი: ლინი (15), ანდერსონი (7), აშიკი (13+12მ), სმიტი (9), პარსონსი (15); ბევერლი (9), დელფინო (11), გარსია (15), მოტეიუნასი (4)

კლიპერსი: პოლი (19), გრინი (6), ჯორდანი (8), გრიფინი (12), ბატლერი (5); კროუფორდი (15), ოდომი, ჰილი (2), ვეინსი (2), ჰოლინზი (6), ბლედსოუ (2), ტურიაფი (), ბარნსი (4)

 

მინესოტა - მემფისი 86:99 (30:23, 20:22, 17:20, 19:34)

მინესოტა: რიდნური (7),რუბიო (23+10მ+9პ), სტიმსმა (12), კირილენკო (5), უილიამსი (19); ბადინგერი (2), კანინგემი (4), ბარეა (5), შვედი (9), ჯონსონი, ჟელაბალი

მემფისი: კონლი (19), ალენი (7), გასოლი (21), რენდოლფი (14), პრინსი (4); დაიე (5), პოინდექსტერი (7), ბეილისი (4), დევისი (3), არტური (15)

 

მილუოკი - ოკლაჰომა 99:109 (28:32, 18:24, 37:27, 16:26)

მილუოკი: ჯენინგსი (8), ელისი (9),სანდერსი(12+10მ), ილიასოვა (29), დანიელსი (12); დანლივი, იუდო (14),რედიკი (10),მბა მოუტე (5)

ოკლაჰომა: ვესტბრუკი (23+13მ+10პ), სეფალოშა (3), პერკინსი (4), იბაკა (16), დურანტი (30); მარტინი (17), კოლისონი (10), ფიშერი (2), ბრიუერი, ჯექსონი (4)

 

 

ფინიქსი - ინდიანა 104:112 (21:27, 28:30, 27:29, 28:26)

ფინიქსი: დრაგიჩი (21), ჯონსონი (11), სკოლა (8), მარკიფ მორისი (18), ტაკერი (11); მარკუს მორისი (2), დადლი (10), მარშალი, ჰადადი, ონილი (13), ბისლი (10)

ინდიანა: ჰილი (15), სტივენსონი (16), ჰიბერტი (20), ვესტი (14), ჯორჯი (25); ტ.ჰენსბრო (5), ჯონსონი (3), მაინმი (6), ოგუსტინი (8)

 

 

გოლდენ სტეიტი - პორტლენდი 125:98 (36:31, 29:24, 31:23, 29:20)

გოლდენ სტეიტი: კარი (39), ტომპსონი (6), ბოგუტი (6), ლი (13), ბარნსი (11); ეზელი (4), ლენდრი (25), ჯეკი (4), გრინი, ჯეფერსონი (6), ბაზემოური (7)

პორტლენდი: ლილარდი (16), მეტიუსი (18), ჰიქსონი (15+10მ), ლეონარდი (22+10მ), ბატუმი (8); მეინორი (5), კლავერი (3), ბაბიტი (5), სმიტი (6)

 

დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო
72 55 4 3 17 7506:6950 0.764
2. ოკლაჰომა
74 54 4 2 20 7847:7169 0.730
3. დენვერი
74 50 4 1 24 7815:7471 0.676
4. კლიპერსი
74 49 0 2 25 7445:6995 0.662
5. მემფისი
73 49 4 1 24 6848:6569 0.671
6. გოლდენ სტეიტი
74 42 2 2 32 7464:7414 0.568
7. ჰიუსტონი
73 40 0 3 33 7728:7470 0.548
8. ლეიკერსი
74 38 2 0 36 7574:7513 0.514
9. იუტა
74 38 3 3 36 7285:7301 0.514
10. დალასი
73 36 2 8 37 7403:7461 0.493
11. პორტლენდი
73 33 5 1 40 7158:7308 0.452
12. საკრამენტო
74 27 0 4 47 7397:7746 0.365
13. მინესოტა
72 26 1 1 46 6857:7044 0.361
14. ნიუ ორლეანი
73 25 1 3 48 6861:7127 0.342
15. ფინიქსი
74 23 3 2 51 6995:7476 0.311

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. მაიამი
72 57 5 1 15 7451:6874 0.792
2. ინდიანა
74 47 2 3 27 7022:6635 0.635
3. ნიუ იორკი
71 45 0 1 26 7050:6799 0.634
4. ბრუკლინი
73 42 5 0 31 7018:6937 0.575
5. ატლანტა
74 41 4 1 33 7240:7194 0.554
6. ჩიკაგო
71 39 3 2 32 6602:6566 0.549
7. ბოსტონი
72 38 7 4 34 6929:6920 0.528
8. მილუოკი
72 35 3 2 37 7115:7226 0.486
9. ფილადელფია
73 30 2 1 43 6791:7035 0.411
10. ტორონტო 72 27 2 7 45 6997:7145 0.375
11. ვაშინგტონი 72 26 0 5 46 6691:6873 0.361
12. დეტროიტი 73 24 0 3 49 6851:7221 0.329
13. კლივლენდი 71 22 0 1 49 6885:7191 0.310
14. ორლანდო
74 19 0 3 55 6982:7474 0.257
15. შარლოტი 73 17 3 1 56 6822:7525 0.233
0.274591