კალათბურთი

20:35 | 3.04.2014 | ნანახია 744 - ჯერ

პლეი ოფის მონაწილეთა ვინაობა ვადამდე ადრე გაირკვა

 

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც პლეი ოფის მეოთხედფინალში იასპარეზებენ. ესენი არიან: “დინამო”, “არმია”, “ბათუმი-რსუ”, “ქუთაისი-2010”, “შსს აკადემია”, “სოხუმი”, “რუსთავი” და “ოლიმპი”.

პლეი ოფს მიღმა დარჩა “მაკაბი”, რომელმაც ზედიზედ 15 შეხვედრა წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა. “მაკაბი” ბოლო შეხვედრას 4 აპრილს რუსთავში, ადგილობრივი “რუსთავის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბოლო ტურში “მაკაბი” ისვენებს.

0.059991
744