ფეხბურთი

19:47 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი: გიბრალტარი და ესპანეთი ერთ ჯგუფში არ ითამაშებენ

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ დაადასტურა, რომ გიბრალტარისა და ესპანეთის ეროვნული გუნდები, რთული პოლიტიკური ვითარების გამო, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთ შესარჩევ ჯგუფში არ მოხვდებიან. შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის საფეხბურთო ასოციაცია გასულ პარასკევს უეფას 54-ე წევრად მიიღეს.

გიბრალტარი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, ჩრდილოეთით ესპანეთს ესაზღვრება და იქ ბრიტანეთის საზღვაო ბაზებია განლაგებული. გიბრალტარის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია ინგლის-ესპანურ ურთიერთობებში. ესპანეთი 1713 წელს გამოყოფილი ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, თუმცა, გადაცემის ყოველ მცდელობას თავად გიბრალტარელები დიდი წინააღმდეგობით ხვდებიან.

“გიბრალტარის ნაკრები ესპანეთისას არ შეხვდება, - უთხრა პლატინიმ  BBC-ს, - ასეთივე ვითარება გვაქვს აზერბაიჯანისა და სომხეთის შემთხვევაშიც.”

ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის წილისყრა 2014 წლის თებერვალში ნიცაში გაიმართება.

 

0.114934