უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის აზრით, ევროპულ ნაკრებებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წარმატების გაცილებით ნაკლები შანსი ექნებათ, ვიდრე სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაკრებებს. ამის შესახებ ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა სამხრეთამერიკელ ჟურნალისტებს უთხრა.
“მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში უნდა ჩატარდეს, რაც ამ ქვეყნის ისედაც ძლიერი ნაკრებისთვის დამატებითი სტიმული იქნება. არა მარტო ბრაზილიისთვის, არამედ ამ კონტინენტის წარმომადგენლების: არგენტინის, ჩილესა და ურუგვაისთვის. ევროპულ ნაკრებებს კი ალბათ გაუჭირდებათ” – განაცხადა მიშელ პლატინიმ.