ფეხბურთი

11:04 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პლასენტეს 18 დღე აკმარეს

ლევერკუზენის “ბაიერის” ყოფილი ნახევარმცველი დიეგო პლასენტე თავისუფალია. 36 წლის არგენტინელი ნოემბრის ბოლოს, გადასახადების დამალვის ბრალდებით გერმანელმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში 18 დღე გაატარა. Bild-ის ცნობით, ფეხბურთელი უახლოეს მომავალში გერმანიას დატოვებს და არგენტინაში გაემგზავრება.

დიეგო პლასენტე “ბაიერის” ღირსებას 2001-2005 წლებში იცავდა. მისი ბოლო კლუბი “არხენტინოს ხუნიორსი” იყო. ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.

 

0.116341