მიუნხენის "ბაიერნის" პერუელმა თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პიზაროს "როკერდმაისტერთან" კონტრაქტი 2014 წლის ივნისში ეწურებოდა და "ბაიერნში" კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს.
"გასულ სეზონში პიზარომ გოლების გატანის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა და გვაჩვენა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
"კლუბში კიდევ ერთი სეზონი ვითამაშებ და ამით ვამაყობ. ჩემი აზრით "ბაიერნი" მსოფლიოში საუკეთესოა. კლუბში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ და მათთან თამაში მსიამოვნებს", - განაცხადა პიზარომ.
შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გრანდმა 2012 წელს პერუელი თავდამსხმელი ბრემენის "ვერდერისგან" უფასოდ ჩაიგდო ხელში. ორი სეზონის განმავლობაში პიზარომ "ბაიერნის მაისურით 56 მატჩი ჩაატარა 26 გოლი გაიტანა.