ფეხბურთი

17:15 | 27.02.2014 | ნანახია NaN - ჯერ

პიზარო: “ყველაფერი უნდა მოვიგოთ”

 

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ გუნდს მიმდინარე სეზონშიც საკმარისი მოტივაცია აქვს აბსოლუტურად ყველა ტიტულისთვის საბრძოლოდ.

“შეიძლება თამაშების წინ ნაკლებად დაძაბულნი ვართ და შესაბამისად, საქმეს მშვიდად ვუდგებით, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ მოვდუნდით. მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით. გერმანიის ჩემპიონატშიც, თასზეც და ჩემპიონთა ლიგაზეც უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლებთ. ამის ძალა რეალურად შეგვწევს” – განაცხადა პიზარომ.

0.121376