ფეხბურთი

12:50 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პისაროს თვენახევარი გაუცდება

მიუნხენის “ბაიერნის” ვეტერანი ფორვარდი კლაუდიო პისარო ტრავმირებულია. “რეკორდმაისტერის” ოფიციალური საიტის ცნობით, 35 წლის პერუელი ვარჯიშზე დაშავდა.

თავდამსხმელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და გაირკვა, რომ მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ამის გამო, პისარო 6 კვირას გამოტოვებს.

ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, პისარომ 2 მატჩი ჩაატარა და გოლით გამოირჩა.

 

0.137439