ჭადრაკი

20:34 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველმა ტურმა სენსაციების გარეშე ჩაიარა

დაიწყო საქართველოს 72-ე ეროვნული ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.

თუ არ ჩავთვლით საქართველოს ნომერ პირველ მოჭადრაკეს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ბაადურ ჯობავას, საერთაშორისო დიდოსტატებს - თამაზ გელაშვილსა და თორნიკე სანიკიძეს, აღნიშნულ ტურნირში ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს.

პირველ ტურში დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ეროვნული ნაკრების წევრების - ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მიხეილ მჭედლიშვილისა და მესამე კოეფიციენტის მქონე ლევან ფანცულაიას - მონაწილეობით. მეტოქეები ყაიმზე შეთანხმდნენ.

დანარჩენმა პარტიებმა სენსაციის გარეშე ჩაიარა და ლოგიკური შედეგით დასრულდა:

ლუკა პაიჭაძე – გიგა ყუფარაძე 0,5:0,5

დავით ზარქუა – კონსტანტინე შანავა 0:1

მერაბ გაგუნაშვილი – დავით მაღალაშვილი 1:0

დავით ლომსაძე – დავით ჯოჯუა 0:1

გაიოზ ნიგალიძე – ფრიდონ ყალაგაშვილი 1:0

 

მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ყუფარაძე – ყალაგაშვილი

ჯოჯუა – ნიგალიძე

მაღალაშვილი – ლომსაძე

შანავა – გაგუნაშვილი

მჭედლიშვილი – ზარქუა

პაიჭაძე - ფანცულაია

0.1186