ჩოგბურთი

18:14 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველმა მეასეს იოლად სძლია

ქალთა რეიტინგსიის პირველი ნომერი და უიმბლდონის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სერენა უილიამსი წლევანდელი შეჯიბრების მესამე წრეში ძალდაუტანებლად გავიდა. 31 წლის სერენამ თინეიჯერ ფრანგ კაროლინ გარსიას (19 წლისაა) 6:3, 6:2 მოუგო და მეთექვსმეტედფინალში იაპონელ კიმიკო დატე-კრუმს შეხვდება.

კლასიფიკაციის მეასე ნომერ ფრანგის დამარცხებას უილიამს-უმცროსმა საათი და 7 წუთი მოანდომა. სერენამ 4 ბრეიკი და 9 ეისი შეასრულა, გარსიას აქტივში კი მხოლოდ 3 ეისია. დღევანდელი მოგების შედეგად სერენამ კაროლინთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:0 გახადა.

უილიამსის მომდევნო ოპონენტი კიმიკო დატე-კრუმი 42 წლისაა და 1996 წლიდან მოყოლებული პირველად გავიდა უიმბლდონის მესამე წრეში. მეტიც, 1996-ში იგი მეთექვსმეტედფინალს არ დასჯერდა და იმ წელს ნახევარფინალამდეც კი გააღწია. იაპონელის ასაკისა და სერენას ფორმის გათვალისწინებით, წლეულს ეს არარეალური ჩანს, თუმცა, გუშინ და გუშინწინ უიმბლდონზე იმდენი მოულოდნელი რამ მოხდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11691