ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” პირველი ვარჯიში გამართა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. “დინამოში” დაბრუნების შემდეგ, გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა დავით კვირკველიამ. სანაკრებო შეხვედრების შემდეგ კვალად გუნდს დაუბრუნდა მაკედონიელი დარკო გლიშიჩი. მაღალი ტემპერატურის გამო, წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია დავით ხოჭოლავას. თბილისელები პირველ სპარინგ-მატჩს ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე კიევის “დინამოსთან” გამართავენ და შეხვედრის ტექსტურ რეპორტაჟისთვის თვალის მოდევნება კლუბის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.