კალათბურთი

15:42 | 8.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირველი უქულო და პირველი მარცხი

ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ, ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” სეზონში პირველი მარცხი განიცადა, თანაც, წარუმატებლობა საკუთარ კედლებში შეემთხვა – “ფილიპს სენთერში” 13 395 გულშემატკივრის წინაშე ჩატარებულ შეხვედრაში ჯორჯიელებმა “ფენიქს სანზთან” 114:118 წააგეს.
მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. საწყისი წუთების შემდეგ, უპირატესობა ხელთ სტუმრებმა იგდეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, ატლანტელთა ჯერი კი მე-3 მეოთხედში დადგა, როდესაც მათ ექვსი სამქულიანი ჩააგდეს (სულ მატჩში 23-დან 7 შორეული ტყორცნა გამოიყენეს) და მეტოქეს 38:29 აჯობეს.
დასკვნით პერიოდში თამაში ქულა ქულაში წავიდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამზე გაირკვა. გადამწყვეტი ფენიქსელთა კანადელი ვარსკვლავის სტივ ნეშის ჩინებული გარჯა აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო წამებზე საჯარიმოები ზუსტად ისროლა და საბოლოოდ, 19 ქულას 15 შედეგიანი პასიც წაამატა.
“ჰოუქსის” რიგებში მოწოდების სიმაღლეზე სამი კალათბურთელი გახლდათ. ალ ჰორფორდმა 30 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 2 დაფარება მოაგროვა, ჯო ჯონსონი 34 ქულას, 7 მოხსნასა და 6 პასს გამორჩა, ხოლო ჯოშ სმიტს (19 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა) ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
მიმდინარე სეზონში პირველად უქულოდ დარჩა ფაჩულია, რომელმაც მოედანზე მხოლოდ 8:27 წუთი დაჰყო და ერთადერთი ორქულიანიც არაზუსტად სტყორცნა. ქართველი ცენტრის მონაგარი ერთადერთი შედეგიანი გადაცემა გახლდათ, პასივში კი ერთი შეცდომა და 3 პერსონალური ფოლი აღმოაჩნდა.
სათქმელის ისიც. რომ მარვინ უილიამსის ტრავმის გამო, ჰორფორდი სასტარტო ხუთეულში ისევ ფორვარდის პოზიციაზე გამოჩნდა, ძირითადი ცენტრის როლში კი კვლავაც 32 წლის კალიფორნიელი ჯეისონ კოლინზი გამოჩნდა, რომლის ასპარეზობასაც გამორჩეულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ამჯერად, კოლინზმა საწყის 4:16 წუთს ითამაშა და არცერთი შედეგიანი ქმედება არ განუხორციელებია.
აღნიშნული მარცხის მიუხედავად, “ატლანტა ჰოუქსმა” აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, მისდარი მონაგარი (6 მოგება, 1 წაგება) უკვე “ბოსტონ სელტიქსსაც” გააჩნია. დასავლეთ კონფერენციაში დაუმარცხებლის სტატუსს “ლოს ანჟელეს ლეიკერსი” და “ნიუ ორლეან ჰორნეთსი” ინარჩუნებენ.
ფაჩულიას კლუბი მომდევნო მატჩს ხვალ დილით, ორლანდოში, ზაზას ერთ-ერთ ყოფილ კლუბ “მეჯიქთან” ჩაატარებს, რომელსაც 5-დან 4 მატჩი აქვს მოგებული.  

 
ატლანტა – ფენიქსი 114:118 (28:30, 22:31, 38:29, 26:28)
ატლანტა:
ჯონსონი (34 ქ. 7 მ. 6 პ.), ჰორფორდი (30 ქ. 10 მ.), სმიტი (19 ქ. 9 მ.), ბიბი (12 ქ.), კოლინზი; ჯამალ კროუფორდი (11 ქ.), ტეგუ (4 ქ.), პაუელი (4 ქ.), ფაჩულია, ჯორდან კროუფორდი. 
ფენიქსი: რიჩარდსონი (21 ქ.), ნეში (19 ქ. 15 პ.), ჰილი (14 ქ.), თურქოღლუ (11 ქ.), ლოპესი (7 ქ.); დადლი (15 ქ.), ჩილდრესი (11 ქ.), ფრაი (8 ქ.), დრაგიჩი (6 ქ.), უორიკი (6 ქ.).
 
ნიუ იორკი – ფილადელფია 96:106 (25:33, 31:21, 25:26, 15:26)
ნიუ იორკი:
სტაუდმაიერი (21 ქ. 15 მ.), გალინარი (15 ქ.), მოზგოვი (9 ქ.), ფილდსი (8 ქ.), ფელტონი (7 ქ. 8 მ. 10 პ.); დაგლასი (17 ქ.), ჩენდლერი (11 ქ.), ტურიაფი (5 ქ.), რენდოლფი (3 ქ.), უოკერი.
ფილადელფია: ბრენდი (20 ქ. 7 მ.), ჰოლიდეი (19 ქ. 8 პ.), ტერნერი (14 ქ. 10 მ.), ნოჩიონი (11 ქ.), ჰოვსი (6 ქ.); უილიამსი (19 ქ.), ბეტი (6 ქ.), მიქსი (5 ქ.), სპეიტსი (4 ქ.), იანგი (2 ქ.), კაპონო.
 
დეტროიტი – გოლდენ სტეიტი 102:97 (23:18, 26:27, 24:31, 29:21)
დეტროიტი:
ჰემილტონი (27 ქ.), სტაკი (21 ქ. 9 პ.), პრინსი (14 ქ.), დეი (9 ქ.), უოლესი (9 მ.); ვილანუევა (16 ქ. 10 მ.), გორდონი (7 ქ. 6 პ.), მონრო (7 ქ.), მაკგრეიდი (1 ქ.), ბინემი.
გოლდენ სტეიტი: ელისი (24 ქ.), რაიტი (19 ქ.), ლი (11 ქ. 7 მ.), კარი (10 ქ. 6 პ.), ბიედრინში (6 ქ. 13 მ.); უილიამსი (12 ქ.), რადმანოვიჩი (7 ქ.), კარნი (6 ქ.), რაიტი (2 ქ.), ბელი.
 
ჰიუსტონი – მინესოტა 120:94 (26:14, 34:23, 37:30, 23:27)
ჰიუსტონი:
სკოლა (24 ქ. 8 მ.), მარტინი (21 ქ.), მინი (13 ქ.), ბატიე (12 ქ. 7 მ.), სმიტი (7 ქ. 6 პ.); ჰილი (14 ქ.), ბადინგერი (9 ქ. 7 მ.), ლი (7 ქ.), ჰეიესი (7 ქ.), ტეილორი (6 ქ.), ჯეფრისი, მილერი.
მინესოტა: ლავი (16 ქ. 16 მ.), ბიზლი (15 ქ.), მილიჩიჩი (7 ქ.), ჯონსონი (4 ქ.), რიდნური (2 ქ.); პეკოვიჩი (12 ქ. 11 მ.), ბრიუერი (10 ქ.), ტელფეირი (10 ქ.), ეიგერი (7 ქ.), ელინგტონი (7 ქ.), ტოლივერი (4 ქ.), კოსტა.
 
ოკლაჰომა სიტი – ბოსტონი 83:92 (21:28, 16:30, 27:15, 19:19)
ოკლაჰომა სიტი:
დიურანტი (34 ქ.), უესტბრუკი (16 ქ. 10 პ.), კრსტიჩი (13 ქ. 8 მ.), იბაკა (8 ქ. 11 მ.), სეფოლოშა; მეინორი (6 ქ.), ჰარდენი (6 ქ.), კუკი, ოლდრიჩი.
ბოსტონი: ალენი (19 ქ.), პირსი (17 ქ.), რონდო (10 ქ. 10 პ.), გარნეტი (8 ქ. 8 მ.), ჯ.ო’ნილი (5 ქ. 9 მ.); რობინსონი (9 ქ.), ერდენი (9 ქ.), დევისი (8 ქ.), დენიელსი (7 ქ.), უეიფერი.
 
ლეიკერსი – პორტლენდი 121:96 (27:14, 31:22, 31:28, 32:32)
ლეიკერსი:
ოდომი (21 ქ. 12 მ.), გასოლი (20 ქ. 14 მ. 10 პ.), ფიშერი (12 ქ.), ბრაიანტი (12 ქ.), არტესტი (11 ქ.); ბრაუნი (15 ქ.), ბარნსი (13 ქ.), ვუიაჩიჩი (6 ქ.), კერეკტერი (6 ქ.), ბლეიკი (5 ქ. 6 პ.), უოლტონი, რეტლიფი.
პორტლენდი: მილერი (20 ქ.), ბატუმი (17 ქ.), როი (8 ქ.), ოლდრიჯი (8 ქ.), კემბი (1 ქ. 7 მ.), ფერნანდესი (13 ქ.), ჯონსონი (12 ქ.), კანინგემი (9 ქ.), მეტიუზი (4 ქ.), მარქსი (4 ქ.), ბაბიტი.
 
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. ატლანტა 7 6 1
2. ბოსტონი 7 6 1 
3. ორლანდო 5 4 1 
4. კლივლენდი 6 3 3
5. მაიამი 7 5 2
6. ნიუ იორკი 6 3 3
7. ჩიკაგო 5 2 3
8. ინდიანა 5 2 3
9. ნიუ ჯერსი 6 2 4
10. ფილადელფია 7 2 5 
11. მილუოკი 7 2 5
12. დეტროიტი 7 2 5
13. ვაშინგტონი 5 1 4
14. ტორონტო 6 1 5 
15. შარლოტი 6 1 5
 
დასავლეთ კონფერენცია
1. ლეიკერსი 7 7 0
2. ნიუ ორლეანი 6 6 0
3. სან ანტონიო 5 4 1
4. დენვერი 6 4 2
5. გოლდენ სტეიტი 6 4 2 
6. პორტლენდი 8 5 3 
7. დალასი 5 3 2
8. ფენიქსი 6 3 3
9. იუტა 6 3 3
10. საკრამენტო 6 3 3
11. ოკლაჰომა სიტი 6 3 3
12. მემფისი 7 3 4
13. ჰიუსტონი 6 1 5
14. კლიპერსი 7 1 6  
15. მინესოტა 7 1 6
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091883