ჭადრაკი

20:31 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგის სტარტი

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს 71-ე ჩემპიონატის პირველმა ლიგამ ქალთა შორის.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად  გაიმართება და მასში 25 მოჭადრაკე ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ I-V ადგილებზე გასული მონაწილეები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

მომავალი პარტიები 21, 22, 23, 24, 25, 26, 27 და 28 ნოემბერს ჩატარდება. თამაშები 15.00 საათზე დაიწყება, გამონაკლისი მხოლოდ ბოლო ტურია, რომელიც სტარტს 11.00 საათზე აიღებს.

აქვე მოგახსენებთ, რომ ტურნირის ფავორიტები სოფიო გვეტაძე (2313), ინგა ხურცილავა (2276) და მირანდა მიქაძე (2276) არიან, რომელთაც პირველ ტურში გამარჯვებები იზეიმეს.

0.113758