ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში, 15 ფეხბურთელია, ვისაც საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდში 100 და მეტი გოლი აქვს გატანილი. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს “ასიანთა კლუბში” გაწევრიანების ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
@��������<adding-bottom: 10px;="" width:="" 92px;"="">
18.07.1966
# |
სახელი, გვარი |
დაბადების თარიღი |
მე-100 გოლის გატანის თარიღი |
გოლი (მატჩი) |
პირველი მატჩი, გუნდი |
ბოლო მატჩი, გუნდი |
1. |
ოთარ კორღალიძე |
02.09.1960 |
08.08.1993 |
105 (134) |
31.03.1990 |
14.11.1996 “გურია” |
2. |
მერაბ მეგრელაძე |
26.01.1956 |
14.11.1996 |
104 (140) |
14.10.1990 |
30.05.1997 |
3 |
გიორგი დარასელია |
17.09.1968 |
14.05.1997 |
105 (229) |
28.04.1990 |
26.09.1998 |
4 |
ლევან ხომერიკი |
20.01.1974 |
12.05.1998 |
140 (228) |
16.03.1991 |
22.05.2005 |
5 |
დავით ჯანაშია |
08.07.1972 |
09.05.1999 |
124 (317) |
04.04.1990 |
13.04.2007 |
6 |
დავით მახარაძე |
10.11.1965 |
19.05.1999 |
101 (178) |
30.03.1990 |
23.05.1999 |
7 |
ზურაბ იონანიძე |
02.12.1971 |
25.09.1999 |
216 (422) |
31.03.1990 |
08.08.2009 |
8 |
მიხეილ აშვეთია |
10.11.1977 |
26.09.1999 |
121 (141) |
14.03.1995 |
08.09.2001 |
9 |
ზვიად ენდელაძე |
07.04.1966 |
07.04.2001 |
112 (206) |
15.08.1991 |
12.12.2002 |
10 |
ივანე ჯუღელი |
14.04.1969 |
16.09.2001 |
102 (182) |
30.03.1990 |
13.10.2001 |
11 |
პაატა მაჭუტაძე |
21.04.1968 |
27.10.2001 |
106 (282) |
22.04.1990 |
12.12.2002 |
12 |
მამუკა ხუნდაძე |
18.07.1966 |
08.05.2002 #219 |
100 (221) |
|
|
13 |
დავით გოდერძიშვილი |
13.05.1973 |
06.11.2002 |
102 (255) |
08.08.1993 |
06.08.2006 |
14 |
სულიკო დავითაშვილი |
11.12.1977 |
17.08.2007 |
101 (292) |
05.08.1996 |
25.10.2009 |
15 |
გიორგი მეგრელაძე |
21.07.1978 |
21.03.2008 |
126 (252) |
06.12.1993 “სამგურალი” |
|
ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთაგან, მხოლოდ გიორგი მეგრელაძეა, რომელიც კვლავ ფეხბურთელის კარიერას აგრძელებს. იგი ქუთაისის “ტორპედოს” წევრია და ბოლო ტურში გორის “დილასთან” შეხვედრაში, რიონისპირელებმა სწორედ მის მიერ გატანილი გოლით იმარჯვეს (2:1).
ცხრილის მე-4 სვეტში, მე-100 გოლის გატანის თარიღთან ერთად მოცემულია ფეხბურთელის მიერ ჩატარებული მატჩის რიგითი ნომერი. “ასიანთა კლუბის” წევრთაგან პირველმა ოთარ კორღალიძემ, 100 გოლის გატანას შეხვედრათა ყველაზე ცოტა რაოდენობა (112) მოანდომა. რაც შეეხება მიხეილ აშვეთიას, მას ყველაზე მაღალი საშუალო კოეფიციენტი აქვს. როგორც ცხრილიდან ჩანს, აშვეთიას ეროვნულ ჩემპიონატზე გამართულ ერთ მატჩში საშუალოდ 0,86 გოლი გაჰქონდა.
ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს ამჟამად “კარლსრუეს” კაპიტნის, კარიერის დასაწყისში კი თბილისის “დინამოს” ფორვარდის ალექსანდრე იაშვილის საკმაოდ მაღალი პროდუქტიულობა. ვიდრე გერმანიაში გადავიდოდა სათამაშოდ, “იაშკამ” “დინამოში” გამართულ 89 შეხვედრაში 84 გოლი გაიტანა. იაშვილის მსგავსად, “ასიანთა კლუბში” შესვლამდე სულ ცოტა დააკლდათ გივი ქობელაშვილს (89), ვარლამ (88) და გიორგი (82) კილასონიებს.
იმის გარდა, რომ 15 ქართველი “ასიანელის” სიაში მოხვდა, ზურაბ იონანიძემ ეროვნულ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით, წარმოუდგენლად დასაძლევი ახალი ნიშნული დაუწესა კოლეგებს. 2007 წლის 16 მაისს, “ზესტაფონის” მაისურით თამაშისას, მის მიერ თელავის “კახეთისთვის” გატანილი გოლი მე-200 იყო. აღსანიშნავია, რომ “იონამ” ახალი მრგვალი მიღწევის დამყარება 375-ე შეხვედრის გამართვისას შეძლო.
მოქმედ ფეხბურთელთაგან, ვისაც 100-გოლიანი ზღვარის გადალახვა შეუძლია, ყველას “ზესტაფონის” ფორვარდი ნიკა გელაშვილი უსწრებს. მან დღემდე საქართველოში ნათამაშებ 158 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა. თუ დამდეგი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მან კარიერა უცხოეთში არ გააგრძელა, ადვილი შესაძლებელია, “ასიანთა კლუბის” მე-16 წევრი უკვე მომავალ გაზაფხულზე გახდეს.
უახლოეს კანდიდატებს შორის გელაშვილს კვალში უდგანან ქუთაისის “ტორპედოს” ფორვარდი რევაზ გოცირიძე (76 გოლი 228 მატჩში) და “ზესტაფონის” თავდამსხმელი ჯაბა დვალი (69 გოლი 154 მატჩში).
ფრიდონ კერვალიშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვინ უნდა იფიქროს იმაზე რომ უმაღლეს ლიგაში აღმოჩნდება 1909 და 2063 რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები,თუ უნდა ფიქრობდეს ვინმე მათ რეიტინგის ამაღლებაზე და იმაზე თუ რამდენად ცუდი იქნება ასეთი დაბალი რეიტინგის მოწინააღმდეგე თუნდაც ნაკრების წევრ და ნაკრების წევრობის კანდიდატ მოჭადრაკეებისთვის