ჩოგბურთი

20:15 | 3.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ფინალი და რეიტინგის მეშვიდე ადგილი

20 წლის კანადელი ეჟენი ბუშარი პირველად გავიდა სადიდსლემო ტურნირის ფინალში. მან უიმბლდონის ნახევარფინალში რუმინელ სიმონა ჰალეპს 7:6, 6:2 მოუგო. წლეულს ბუშარმა ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობების ნახევარფინალში გააღწია. მომავალ ორთაბათს ეჟენი მსოფლიო კლასიფიკაციაში მეშვიდე საფეხურამდე აღზევდება. ეს კანადელ ჩოგბურთელ ქალთა შორის საუკეთესო შედეგია.

ბუშარისა და ჰალეპის მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში კანადელმა 3  ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა, რუმინელთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი გააყაიმა – 1:1.

შაბათს უიმბლდონის ქალთა ერთეულთა ფინალში ეჟენი ბუშარი პეტრა კვიტოვას შეხვდება.

 

0.118338