ძიუდო

19:27 | 30.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირველი დღის ქართული მონაგარი 5 მედალია

თბილისის მსოფლიოს თასის პირველი დღე საქართველოს ნაკრების წევრებმა ხუთი  მედლით ჩაამთავრეს. ყველაზე შედეგიანად 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ასუმბანი და შალვა ქარდავა (66 კგ) გამოვიდნენ.
უმსუბუქესი  წონის ფინალში ასუმბანმა ბეთქილ შუკვანს სძლია, ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს ამირან პაპინაშვილი დაეუფლა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პაატა მერებაშვილი დაამარცხა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ოთხეულიდან კვარლცხბეკზე მხოლოდ შალვა ქარდავა ავიდა. მან ყველა მეტოქე დაამარცხა და სპორტის სასახლის დარბაზში საქართველოს ჰიმნი მეორედ ააჟღერა. ქარდავამ ფინალში აზერბაიჯანელი სამირ დადაშზადე ჩამოიცილა.
73 კგ. ზაზა კედელაშვილი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მან უკრაინელ დმიტრო შერეტოვს იპონით მოუგო.
ხვალ მედლები დარჩენილ ოთხ წონაში - 81, 90, 100 +100 კგ გათამაშდება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170865