ჩოგბურთი

10:42 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველად კლასიფიკაციაში...

 გუშინ დასრულებულმა უიმბლდონის ტურნირმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა რეიტინგის მოწინავე ოცეულებში. ყველაზე დიდი ნახტომი წინ ჩემპიონმა მარიონ ბარტოლიმ გააკეთა - ფრანგმა ერთბაშად 8 საფეხურით ისკუპა ზემოთ და სადღეისოდ მეშვიდე პოზიციაზეა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში პირველად აინაცვლა მესამე პოზიციაზე დავიდ ფერერმა. ვალენსიელი წარმატებით გამოვიდა საფრანგეთის ღია პირველობასა და უიმბლდონზე და ამჟამად რაფა ნადალსაც უსწრებს და როჯერ ფერერსაც.

ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ფედერერი საუკეთესოთა ოთხეულს მიღმა დარჩა. დაწინაურდა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც მეშვიდე ადგილამდე აღზევდა. გამოსარჩევია პოლონელი ეჟი იანოვიჩის პროგრესი. უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შედეგად დასავლეთსლავი საუკეთესოთა ოცეულში შევიდა.

ბარტოლის გარდა, მნიშვნელოვანი პერტურბაციებია ქალთა კლასიფიკაციაშიც. რეიტინგსიაში მეორე პოზიცია დაიბრუნა მარია შარაპოვამ, მეხუთე საფეხურამდე აიწია ჩინელმა ნა ლიმ, ხოლო ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი 5 ადგილით დაწინაურდა და 15-ეა. 

South African Airways ATP Rankings

1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 12310

2 (2) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 9360

3 (4) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 7220

4 (5) რაფა ნადალი (ესპანეთი) 6860

5 (3) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 5785

6 (6) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4865

7 (8) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 4500

8 (7) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 3480

9 (9) რიშარ გასკე (საფრანგეთი) 3045

10 (10) სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია) 2915

11 (13) ტომი ჰაასი (გერმანია) 2605

12 (11) კეი ნიშიკორი (იაპონია) 2495

13 (12) მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 2335

14 (14) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 2310

15 (15) მილოშ რაონიჩი (კანადა) 2225

16 (16) ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი) 2195

17 (22) ეჟი იანოვიჩი (პოლონეთი) 2154

18 (17) ჟილ სიმონი (საფრანგეთი) 2055

19 (21) ჯონ იზნერი (აშშ) 1770

20 (20) ხუან მონაკო (არგენტინა) 1740 

 

WTA Tour Singles Rankings

1 (1) სერენა უილიამსი (აშშ) 11895

2 (3) მარია შარაპოვა (რუსეთი) 9235

3 (2) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 8825

4 (4) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 5965

5 (6) ნა ლი (ჩინეთი) 5555

6 (5) სარა ერანი (იტალია) 5180

7 (15) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 4675

8 (8) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 4435

9 (7) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 3970

10 (9) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 3660

11 (11) რობერტა ვინჩი (იტალია) 3060

12 (10) მარია კირილენკო (რუსეთი) 2975

13 (13) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 2965

14 (14) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) 2925

15 (20) კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია) 2906

16 (17) სლოან სტივენსი (აშშ) 2870

17 (12) ანა ივანოვიჩი (სერბეთი) 2740

18 (24) საბინ ლისიცკი (გერმანია) 2650

19 (16) ნადეჟდა პეტროვა (რუსეთი) 2505

20 (18) კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 2440

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093651