ჩოგბურთი

22:10 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველად დარბაზში

 ლონდონში მიმდინარე Barclays ATP World Tour Finals-ის ნახევარფინალში კლასიფიკაციის ლიდერმა რაფა ნადალმა როჯერ ფედერერს 7:5, 6:3 მოუგო და სადღეისოდ რეიტინგსიის მეექვსე ნომერი შვეიცარიელი კარიერის განმავლობაში დარბაზში პირველად დაამარცხა. ნადალი მიმდინარე სეზონში მეთოთხმეტე ფინალში გავიდა (ჯერჯერობით 10 გადამწყვეტი მატჩი მოიგო) და შემაჯამებელი ტურნირის საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სტანისლას ვავრინკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნადალისა და ფედერერის შეხვედრამ საათსა და 19 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში რაფამ 4 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა, როჯერთან პირადი მატჩების ანგარიში კი 22:10 გახადა. ნადალი მეორედ გავიდა სეზონის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში. პირველად მალიორკელმა ეს 2010-ში მოახერხა და გადამწყვეტი მატჩი სწორედ ფედერერთან დათმო.

“ჩემ ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს თითქმის იდეალურად ვასრულებ. მომეცა შესაძლებლობა კარიერაში პირველად ATP-ის წლის დასკვნითი შესაძლებლობა მოვიგო”, - მოგებული ნახევარფინალის შემდეგ რაფა მშვენიერ დუნება-განწყობაზე გახლდათ.

როჯერ ფედერერს რაც შეეხება, სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა ზედიზედ მეშვიდედ წააგო რეიტინგსიაში მოწინავე ოთხეულში მყოფ მოთამაშესთან. შვეიცარიელმა სამ-სამჯერ ნადალსა და ჯოკოვიჩთან წააგო, ერთხელაც ენდი მარეისთან დამარცხდა.

0.118737