მსოფლიოს რეიტინგსიის ამერიკელმა 20-ე ნომერმა ჯონ იზნერმა მონრეალის ტურნირის პირველ წრეში ჩეხ ვაშეკ პოსპიშილთან 7:5, 6:7, 6:7 წააგო და მომავალი კვირის დასაწყისში კლასიფიკაციის მოწინავე ოცეულს დატოვებს. ამ მარცხით იზნერმა მთლიანად ამერიკული ჩოგბურთი დააზარალა.
მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში პირველად რეიტინგის საუკეთესოთა ოცეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს არცერთი წარმომადგენელი არ ეყოლება.







