ჩოგბურთი

9:10 | 7.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველად 2005 წლის შემდეგ

 

 2005 წლიდან მოყოლებული სადიდსლემო ტურნირების ფინალებში როჯერ ფედერერის, რაფა ნადალის და ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიოდან ერთ-ერთი მათგანი მაინც მონაწილეობდა, აშშ-ის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების გადამწყვეტ მატჩი კი მათ გარეშე ჩაივლის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხორვატმა მარინ ჩილიჩმა მეორე ნახევარფინალში დიდი სლემის შეჯიბრებების 17-გზის ჩემპიონი ფედერერი 6:3, 6:4, 6:4 დაამარცხა.

იაპონელი კეი ნიშიკორის დარად ჩილიჩიც პირველად ითამაშებს სადიდსლემო ტურნირის ფინალში. მარინმა პირველად მოახერხა ფედერერის დამარცხება, როჯერს კი უწინ ჩილიჩთან 5-ჯერ მოუგია.

 

0.128647