კალათბურთი

3:07 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირსმა დედაქალაქს მიაშურა

“ვაშინგტონ უიზარდსმა” ოფიციალურ ვებ-გვერდზე თავისუფალ აგენტ პოლ პირსთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. გარიგების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 36 წლის ფორვარდი 2 წლის განმავლობაში 11 მილიონ დოლარს მიიღებს.

პირსმა კარიერის 15 წელი “ბოსტონ სელტიქსში” გაატარა, გასულ სეზონში კი ვეტერანმა “ბრუკლინ ნეთსს” მიაშურა. პოლმა ბრუკლინელთა მაისურით 75 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13.5 ქულა, 4.6 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა. 

თეგებიპოლ პირსი
0.118209