კალათბურთი

14:09 | 25.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირსი უხეშობისთვის დააჯარიმეს

“ბრუკლინ ნეთსის” ფორვარდი პოლ პირსი ნბა-ს ხელმძღვანელობამ 15 ათასი დოლარით დააჯარიმა, რისი მიზეზი უხეში ფოლი გახდა. ლიგაში ჩათვალეს, რომ “ინდიანა პეისერზის” გამთამაშებელ ჯორჯ ჰილზე ჯარიმის აღებისას პირსი გაუმართლებლად უხეშად მოიქცა, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა.

აღნიშნული ინციდენტი “ბრუკლინის” და “ინდიანას” მატჩის მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 04:22 წუთით ადრე მოხდა, როდესაც “პეისერზი” 66:47 იგებდა და თამაშის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი გახლდათ.

უხეშობის გამო პირსი მოედნიდან გააძევეს, ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ იმ დროისთვის “ნეთსის” ერთ-ერთ ვარსკვლავს ქულაც კი არ ჰქონდა აღებული.

http://www.youtube.com/watch?v=XppxLyZF6X4

0.112693