ფეხბურთი

18:59 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირლოს მომავალი გაურკვეველია

ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ჯერ არ იცის, რომელი კლუბის ღირსებას დაიცავს მომდევნო სეზონში. სამომავლო გეგმების გარდა, იტალიელმა “ბებერი სინიორას” ასპარეზობის შესახებაც ისაუბრა.

“სკუდეტოსთვის ბრძოლაში “რომა” ლიდერობს, მაგრამ გადასწრება ჯერ კიდევ შეგვიძლია. არ უნდა დავნებდეთ. ჩემი მომავალი? წინ მთელი სეზონია და არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

თამაშის გაგრძელება მინდა, ან აქ, ან სხვა კლუბში. “მილანიდან” წამოსვლას არ ვნანობ. ეს გადაწყვეტილება 3 წლის წინათ მივიღე და დღეს “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ.

გული მწყდება, “როსონერის” ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მილანელები ამ სიტუაციიდან გამოვლენ. მალდინის უკვე ვესაუბრე. მისი საფეხბურთო ცხოვრებაში დაბრუნება ბრწყინვალე იქნება”, - განუცხადა პირლომ იტალიელ ჟურნალისტებს.

 

0.11846