ფეხბურთი

1:13 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირლომ ყოფილი გუნდი „დააჯარიმა“

სერია A-ს მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში, „იუვენტუსმა“ „მილანს“ უმასპინძლა და „როსონერის“ ყოფილი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს წყალობით იმარჯვა. ტურინელებმა 3:2 მოიგეს და 2 გოლი პირლოს მიერ ჯარიმის შესრულებას მოჰყვა.

ტურინში გამართული მატჩი ადგილობრივი გულშემატკივრისთვის შოკისმომგვრელად დაიწყო. საჯარიმოს გარედან დარტყმის დროს, ნოჩერინოს ბურთი იღბლიანად აეჭრა, რასაც სალი მუნტარის ხელსარელ პოზიციაზე დარჩენა და ანგარიშის უკვე მე-19 წამზე გახსნა მოჰყვა.

გაშვებულმა გოლმა „იუვენტუსი“ არ დააბნია. პირველ ტაიმში, მასპინძლებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, ხოლო მე-15 წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს. სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის დროს, აბიატიმ ცოცხალი კედელი ცუდად დააყენა, რასაც პირლოს დარტყმის დროს დაშვებული კიდევ ერთი შეცდომა დაამატა.

67-ე წუთზე, ანტონიო კონტემ მოედანზე სებასტიან ჯოვინკო შეიყვანა და ამ გადაწყვეტილების სისწორეში მალევე დავრწმუნდით. ორ წუთში, „ატომურმა ჭიანჭველამ“ ბურთი საჯარიმოში მიიღო, ცრუ მოძრაობით საპატა იოლად მოატყუა და „იუვე“ წინ გაიყვანა.

75-ე წუთზე, პირლომ ჯარიმა კიდევ ერთხელ შეასრულა. მასპინძელთა ნახევარმცველის დარტყმის შემდეგ, სტუმრები ხარიხამ კი იხსნა, მაგრამ დამატებაზე მოთამაშე კიელინიმ ცარიელ კარში გაიტანა.

კიელინის გოლის დროს, სტუმრები მოედანზე 10 კაცით იყვნენ დარჩენილნი. 74-ე წუთზე, უხეშად თამაშის გამო, მექსემ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო რამდენიმე წამში, არბიტრთან შეკამათებისთვის, მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, „მილანმა“ ერთი ბურთი მაინც გაქვთა. 90-ე წუთზე, პოგბა, საკუთარ ნახევარზე, 3 მეტოქის გარემოცვაში მოექცა და ბურთი დაკარგა. 3 მილანელიდან ერთ-ერთი მუნტარი იყო, რომელმაც საჯარიმოს გარედან ძლიერად დარტყმით დუბლი გაიფორმა.

„იუვენტუსთან“ მე-2 ადგილს იყოფს „ნაპოლი“, რომელმაც „ლივორნოს“ იოლად სძლია. რაფაელ ბენიტესის გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში 2 გოლი გაუტანა. თავი თითოჯერ პანდევმა, ინლერმა, კალიეხონმა და ჰამშიკმა გამოიჩინეს.

კარგი სტარტის შემდეგ, ზედიზედ მე-3 მოუგებელი თამაში ჩაატარა „ფიორენტინამ“. თუმცა, „ლაციოსთან“ რომში არწაგებას ცუდი შედეგი ნამდვილად არ ეთქმის. დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს.

 

პარმა-სასუოლო 3:1 (1:1) 

პარმა, “ენიო ტარდინი” 12000

პარმა (3-1-4-2): მირანტე, კასანი, ლუკარელი, ფელიპე, ვალდესი (აკუა 81), ბიაბიანი (როზი 17), გარგანო, პაროლო, გობი, პალადინო (ბაიზა 45+5), კასანო.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

სასუოლო (3-1-4-2): პეგოლო, მარცორატი, ბიანკო, აჩერბი, მანიანელი, სკელოტო (ალექსე 77), კურტიჩი (ლარიბი 72), მისიროლი (ფლორო 61), ციგლერი, ბერარდი, ზაზა.

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გოლები: 1:0 პალადინო (32), 1:1 ბერარდი (45+6, პენ), 2:1 როზი (70), 3:1 კასანო (76).

გაფრთხილებები: როზი 37, აკუა 90+2 - ბერარდი 34, კურტიჩი 66, მანიანელი 87.

გაძევებები: მირანტე 45+3 - მანიანელი 88.

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 10 (3)-16 (7), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 4-3, სეივი: 6-0, ჯარიმა: 17-14.

 

ბოლონია-ვერონა 1:4 (0:2) 

ბოლონია, “რენატო დალ არა

ბოლონია (4-3-1-2): კურჩი, დიამანტი, სორენსენი, გარიკსი, ანტონსონი, დელა როკა (ლაშალტი 46), ჩეხი, პერესი (აკვაფრესკა 68), კონე, კრისტალდო, ბიანკი (მოსკარდელი 40).

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

ვერონა (4-3-3): რაფაელი, აგოსტინი, მაიეტა, კაჩატორე, გონსალესი, ჰალფრედსონი, ჟორჟინიო, რომულო, ტონი, ხუანიტო (ჰალფრედსონი 84), იტურბე (მარტინიო 68).

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გოლები: 0:1 კაჩატორე (22), 0:2 იტურბე (29), 1:2 დიამანტი (52, პენ), 1:3 ტონი (56), 1:4 ჟორჟინიო (90+3).

გაფრთხილებები: კონე 6, პერესი 44 - გონსალესი 52, დონატი 75.

მსაჯი: პაოლო ვალერი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 24 (8)-13 (5), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-7, ჯარიმა: 12-9.

 

კატანია-ჯენოა 1:1 (0:0) 

კატანია, “ანჯელო მასიმინო

კატანია (4-3-3): ანდუხარი, ალვარესი, ლეგროტალიე, ბელუსკი, ბირაგი (მონსონი 83), პლაზილი, ტაჩციდისი, ალმირონი (ისკო 73), ბარიენტოსი, ბერგესიო (ლეტო 79), კასტრო.

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

ჯენოა (3-4-3): პერინი, ანტონინი, პორტანოვა, მანფრედინი, ვრსალჟკო, ლოდი, მათუსალემი (ფეტფაციდისი 63), სამპირიზი (სტოიანი 68), სანტანა (კალაიო 81), ჯილარდინო, კუცკა.

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

გოლები: 1:0 ბარიენტოსი (60), 1:1 ლეგროტალიე (87, ს.კ.).

გაფრთხილებები: ტაჩიდისი 3, ბარიენტოსი 43, კასტრო 51 - მანფრედინი 5, მათუსალემი 57, ლოდი 73.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 14 (4)-8 (3), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-3, ჯარიმა: 22-15.

 

ნაპოლი-ლივორნო 4:0 (2:0) 

ნეაპოლი, “სან პაოლო

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მესტო, ფერნანდესი, ბრიტოსი, არმერო, ინლერი, ბეჰრამი, კალიეხონი (ინსინიე 68), ჰამშიკი (ბარიტი 84), მერტენსი, პანდევი (საპატა 77).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, კოდა, რინაუდო, ჩეჩერინი, გრეკო (პიჩინი 53), სკატარელა, ლუცი (სილიგარდი 65), დუნკანი, მბაიე, ემეგარა (ბელინგერი 69), პაულინიო.

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

გოლები: 1:0 პანდევი (3), 2:0 ინლერი (26), 3:0 კალიეხონი (54), 4:0 ჰამშიკი (83).

გაფრთხილებები: ლუცი 61, რინაუდო 90+2.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 10 (6)-10 (2), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-5, სეივი: 2-2, ჯარიმა: 19-17.

 

სამპდორია-ტორინო 2:2 (1:0) 

გენუა, “ლუიჯი ფერარისი

სამპდორია (3-4-2-1): და კოსტა, გასტალდელო, პალომბო, მუსტაფი, დე სილვესტრი, გენცოღლუ, ობიანგი, გავაცი (ვშოლეკი 78), გაბიადინი, სანსონე, პოცი (ედერი 74).

მწვრთნელი: დელიო როსი.

ტორინო (3-1-4-2): პადელი, გლიკი, ბოვო (პასკუალე 6), მორეტი, ვივესი, დარმიანი, ბრიგი, ელ კადური (მეჯორინი 54), დ’ამბროზიო (მაქსიმოვიჩი 87), იმობილე, ჩერჩი.

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

გოლები: 1:0 სანსონე (41), 1:1 იმობილე (66), 1:2 ჩერჩი (76, პენ), 2:2 ედერი (90+3, პენ).

გაფრთხილებები: გაბიადინი 19, პოცი 33, სანსონე 36 - ბრიგი 23, დარმიანი 45+2, დ’ამბორიზო 52, ვივესი 83, იმობლე 83, გლიკი 90+2.

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 14 (6)-10 (3), კუთხური: 4-11, თამაშგარე: 0-4, სეივი: 1-4, ჯარიმა: 21-21.

 

უდინეზე-კალიარი  2:0 (1:0) 

უდინე, “ფრიული

უდინეზე (3-1-4-2): კელავა, ორტო, დანილო, ნალდო, ალანი, ბასტა, პინცი (ბადუ 70), ლაცარი, გაბრიელ სილვა, ლოპეს ალონსო (მაიკოსუელი 46), დი ნატალე (რანეგიე 90).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ, დესენა, ნაინგოლანი, ერიკსონი (კაბრერა 62), იბრაიმი, პინილია (ნენე 84), იბარბო (საუ 58).

მწვრთნელი: ივო პულგა.

გოლები: 1:0 დანილო (34), 2:0 დი ნატალე (54).

გაფრთხილებები: პინცი 40 - დესენა 52.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 12 (4)-15 (2), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 14-16.

 

იუვენტუსი-მილანი 3:2 (1:1) 

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პირლო, პადოინი (პოგბა 55), ვიდალი, მარკიზიო, ასამოა, ტევესი (ლიორენტე 85), კვალიარელა (ჯოვინკო 67).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

მილანი (4-3-1-2): აბიატი, აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი, ნოჩერინო (ნიანგი 71), დე იონგი (პოლი 86), მუნტარი, მონტოლივო, მატრი, რობინიო (ძაკარდო 76).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 0:1 მუნტარი (1), 1:1 პირლო (15), 2:1 ჯოვინკო (69), 3:1 კიელინი (75), 3:2 მუნტარი (90).

გაფრთხილებები: ბონუჩი 23 - დე იონგი 14, კონსტანტი 17, მექსე 74, მუნტარი 90+2.

გაძევება: მექსე 74.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 20 (6)-8 (5), კუთხური: 9-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 12-13.

 

ლაციო-ფიორენტინა 0:0 

რომი, “ოლიმპიკო

ლაციო (4-3-3): მარკეტი, კავანდა, სიანი, კანა, ლულიჩი, ონაზი (გონსალესი 82), ბილია, ერნანესი (ედერსონი 87), კანდრევა, პერეა ვარგასი, ანდერსონი (ფლოკარი 58).

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი, პისარო (მატოსი 73), ამბროზინი, კუადრადო (იაკოვენკო 83), ვალერო, როსი (ვარგასი 62).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გაფრთხილებები: პერეა 32, სიანი 46, კანა 60, ერნანესი 63 - ამბროზინი 34, ტომოვიჩი 42, როსი 53, პასკუალი 90+4.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 20 (4)-4 (1), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 15-17.

 

1. რომა 7 7 0 0 20:1 21
2. ნაპოლი 7 6 1 0 18:4 19
3. იუვენტუსი 7 6 1 0 14:6 19
4. ინტერი 7 4 2 1 16:6 14
5. ვერონა 7 4 1 2 13:10 13
6. ფიორენტინა 7 3 3 1 13:8 12
7. ლაციო 7 3 2 2 11:10 11
8. უდინეზე 7 3 1 3 9:8 10
9. ტორინო 7 2 3 2 10:10 9
10. პარმა 7 2 3 2 11:12 9
11. ატალანტა 7 3 0 4 9:10 9
12. მილანი 7 2 2 3 13:13 8
13. ლივორნო 7 2 2 3 8:10 8
14. კალიარი 7 1 4 2 8:11 7
15. ჯენოა 7 1 2 4 6:11 5
16. კატანია 7 1 2 4 5:11 5
17. კიევო 7 1 1 5 5:13 4
18. სამპდორია 7 0 3 4 6:13 3
19. ბოლონია 7 0 3 4 8:20 3
20. სასუოლო 7 0 2 5 5:21 2

 

ბომბარდირები

ჩერჩი („ტორინო“) – 6, როსი („ფიორენტინა“), ჰამშიკი („ნაპოლი“) - 5; კალიეხონი („ნაპოლი“), ფლორენცი („რომა“) – 4; პაულინიო („ლივორნო“), ვიდალი („იუვენტუსი“), ბალოტელი („მილანი“), იგუაინი („ნაპოლი“), პალასიო („ინტერი“), ტევესი („იუვენტუსი“) – 3.

 

შემდეგი ტური

19 ოქტომბერი

კალიარი-კატანია; რომა-ნაპოლი; მილანი-უდინეზე.

20 ოქტომბერი

ატალანტა-ლაციო; ფიორენტინა-იუვენტუსი; ჯენოა-კიევო; ვერონა-პარმა; ლივორნო-სამპდორია; სასუოლო-ბოლონია; ტორინო-ინტერი.

0.114867