ფეხბურთი

13:47 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირლომ “იუვენტუსთან” 2-წლიანი გააფორმა

 

ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას “ბებერი სინიორას” ოფიციალური საიტი ადასტურებს.

ტურინელები 35 წლის იტალიელთან მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებდნენ. პირლო ამჟამინდელი “იუვენტუსის” მთავარ მამოძრავებელ ძალად ითვლება და ბუნებრივია, ტურინელებს მისი დაკარგვა არ სურდათ. პირლო “იუვენტუსის” მაისურს უკანასკნელი 3 სეზონია ატარებს. მის ანგარიშზე 131 მატჩი, 14 გოლი და 30 საგოლე პასია.

აქვე, ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემიც: პირლომ “იუვენტუსის” შემადგენლოაბში 11344 წუთი ითამაშა და ბურთი 11551-ჯერ მიიღო...

0.123969