იტალიური მედიის ცნობით, იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანდრეა პირლო ტურინის "იუვენტუსს" უკვე მოელაპარაკა და ორწლიან კონტრაქტს 4 ივნისს ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გააფორმებს.
შეთანხმების დეტალები უკვე ცნობილია და 35 წლის ფეხბურთელი წელიწადში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.
აგრეთვე გახდა ცნობილი, რომ "ბებერი ქალბატონების" იტალიელი მეკარე მარკო სტორარიც კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გიორგი ბალახაძე