ფეხბურთი

17:44 | 4.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავალ”

ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ის ნაკრებიდან წავა და ადგილს ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაუთმობს.

“ნაკრებიდან 2014 წელს წავალ. ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში ბოლო თამაშს ჩავატარებ. დროა გზა ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავუთმო.

საკლუბო კარიერას მანამ გავაგრძელებ, სანამ ფეხბურთის თამაშის სურვილი მექნება და სანამ თავს გუნდისთვის საჭირო მოთამაშედ ჩავთვლი.” – ციტირებს პირლოს სიტყვებს Reuters-ი.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში 97 მატჩის ჩამტარებელი პირლო უკვე 35 წლის იქნება.

0.113956