ტურინის “იუვენტუსი” არ ჩქარობს კონტრაქტი გააგრძელოს ანდრეა პირლოსთან, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. Daily Mail-ის ცნობით, იტალიური გრანდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე 34 წლის ნახევარმცველთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ბოლოსკენ მიიღებს.
როგორც ირკვევა, თუკი მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდებიან, პირლო ტრანსფერზე იქნება დაყენებული. ამ შემთხვევაში, იტალიელი ვეტერანი იანვარში ერთ-ერთ ინგლისურ და ესპანურ კლუბში გადაბარგდება.
ცნობისთვის, ადრევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ზამთრის სატრანფერო პერიოდში “იუვენტუსი” მადრიდის “რეალიდან” ხაბი ალონსოს გადაბირებას გეგმავს, რაც გუნდში პირლოს დარჩენის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.