ფეხბურთი

13:55 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირლო “იუვენტუსთან” ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა

34 წლის იტალიელი ნახევარმცველი, ანდრეა პირლო მალე “იუვენტუსთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. “შესაფერის მომენტს ველოდებით და ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ, - უთხრა პირლომ Sky Sports-ს, - ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადს კიდევ შევძლებ მაღალ დონეზე გამოსვლას. ახლა თავს ჩინებულად ვგრძნობ და მზად ვარ თამაში გავაგრძელო.”

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსის” გარდა, პირლოს კიდევ 5 კლუბში უთამაშია. ყველაზე დიდ ხანს “მილანის” ღირსებას იცავდა (2001-2011) და წლების განმავლობაში ჩვენი კახა კალაძის მხარდამხარ ირჯებოდა. 2006 წელს კი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.115407