ფეხბურთი

15:35 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადაა”

 

იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადაა.

"ჩვენი გუნდი გაიზარდა. კონფედერაციის თასზე და საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ მუნდიალისთვის უკვე მზად ვართ. საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოგვიწევს ასპარეზობა და იმედია შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გავალთ. ჩემპიონატის ფავორიტი ნაკრებები ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი და გერმანია იქნებიან, თუმცა მოულოდნელობებს უნდა ველოდოთ”, - განუცხადა Gazzetta TV-ს პირლომ.

იტალიელმა ფეხბურთელმა ბალოტელის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

“ორი აზრი არ არსებობს, ბალოტელი გუნდს ძალიან დაეხმარება. მთავარია მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს”.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე იტალიელები ინგლისის, ურუგვაის და კოსტარიკის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

გიორგი ბალახაძე

 

0.061692