ფეხბურთი

21:37 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “ჩელსიში”, “რეალსა” და “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანი ნახევარმცველი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ თავისი კარიერის განმავლობაში, ის “ჩელსიში”, “რეალსა” და “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს იყო.

“ჩელსისთან” შეთანხმება უკვე მიღწეული მქონდა, მაგრამ საქმეში ბერლუსკონი ჩაერია და შედეგად, “მილანში” დავრჩი.

2006 წელს, “რეალში” გადასვლასთან ვიყავი ახლოს. იმ დროს, მადრიდელებს ფაბიო კაპელო წვრთნიდა.

2011 წელს, პეპ გვარდიოლა “ბარსელონაში” მეპატიჟებოდა, მაგრამ საქმეში კვლავ ბერლუსკონი ჩაერია.” – აცხადებს პირლო Vოეტბალ Pრიმეურ-თან საუბრისას.

პირლო ასევე აცხადებს, რომ მისი კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილება “იუვენტუსში” გადასვლა იყო: “იუვენტუსთან” კონტრაქტის გაფორმება ჩემს კარიერაში ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ვნანობ თუ არა “მილანიდან” წასვლას? ახალი გამოწვევა მინდოდა. მოვლენების ასე განვითარება ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო.”

0.118281