ფეხბურთი

22:45 | 10.03.2013 | ნანახია 0 - ჯერ

პიკეს 3:0 მოგების იმედი აქვს

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურ მცველს, ხერარდ პიკეს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი “მილანს” 3 უპასუხო ბურთს გაუტანს და შემდეგ ეტაპზე გავა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, მილანში, “ბარსამ” 0:2 წააგო, რაც განმეორებითი შეხვედრის წინ, კატალონიელებს რთულ მდგომარეობაში აგდებს, მაგრამ პიკე მაინც იმედიანადაა.

“მილანი” სერიოზული გუნდია დიდი ისტორიით. ვიცით, რომ მოგება იოლი არ იქნება. შემტევი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ. იმედი მაქვს, რომ 3:0 მოვიგებთ.

რა თქმა უნდა, ტიტო გვაკლია, მაგრამ მისი იმედი გვაქვს და მთავარი მწვრთნელის დაბრუნებას ველით. უმწვრთნელო გუნდი იგივეა, რომ ორკესტრს დირიჟორი არ ჰყავდეს. მიუხედავად ამისა, პრობლემებს გავუმკლავდებით.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Goal-ი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:00 | 05.01.2019
dpj-001 (1572)

ხმალაძე თუ ფეხბურთს თამაშობდა ნაღდად არ მეგონა კია 40 წლამდე

0.057821