კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ, კლუბთან ახალი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და "ბლაუგრანას" მაისურს, 2019 წლის 30 ივნისამდე მოირგებს.
ესპანელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2015 წელს ეწურებოდა და "ბარსელონამ" მას კონტრაქტი განუახლა. ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. ხერარდ პიკე ოფიციალურ დოკუმენტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს.
გუშინ, ლიონელ მესიმ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. ანდრეს ინიესტას და სერხიო ბუსკეტსაც, მესის მსგავსად, "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ.
გიორგი ბალახაძე