“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველი ხერარდ პიკე მასთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ოფიციალური კომენტარით გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ესპანურ სპორტულ გამოცემებში დაიწერა, რომ კატალონური კლუბის ყოფილმა თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ხელმძღვანელობისგან პიკეს გუნდიდან გაშვების მოთხოვნაზე უარი მიიღო.
“ამის შესახებ არაფერი ვიცი და შესაბამისად, ვერც იმაზე ვისაუბრებ, შეესაბამება თუ არა ინფორმაცია სიმართლეს. გვარდიოლასთან მუშაობის პერიოდით ვამაყობ. ამ სპეციალისტისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი” – განაცხადა პიკემ.