ფეხბურთი

16:17 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პიცი თებერვალში საუკეთესოა

“ვალენსიას” თავკაცი ხუან ანტონიო პიცი თებერვლის თვეში ესპანეთის საფეხბურთო პრიმერადივიზიონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამის შესახებ გამოცემა Football Espana იუწყება.

თებერვალში არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ვალენსიელებმა სამი თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. განვლილ თვეში “ვალენსიამ” წაუგებელი სერია “ბარსელონასთან” სტუმრად მოგებული (3:2) მატჩით დაიწყო.

45 წლის პიცი “ვალენსიას” მთავარ მწვრთნელად შარშან 26 დეკემბერს დაინიშნა.

0.123637