იტალიური “რომას” ნახევარმცველის – მირალემ პიანიჩის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ელოდნენ. Football Italia-ს ცნობით, ბოსნიელს ლაზარეთში 4-5 კვირის გატარება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ პიანიჩმა ტრავმა “ჯენოასთან” იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში (3:1) მიიღო. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნახევარმცველს კოჭი აქვს დაზიანებული და საფუძვლიანი მკურნალობა ესაჭიროება.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, პიანიჩმა “რომას” მაისური 18 მატჩში მოირგო და 3 გოლით გამოირჩა.