“რომას” ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის შეძენით, ერთბაშად ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბი: “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი” და “არსენალია” დაინტერესებული. ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იუწყება.
ბოსნია-ჰერცეგოვინას ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 23 წლის ნახევარმცველის სავარაუდო ტრანსფერის თანხა დაახლოებით 20 მილიონ გირვანქას შეადგენს.
მიმდინარე სეზონში პიანიჩმა რომაულ კლუბში 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.