იტალიური “რომას” ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი გამოტყდა, რომ მას კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება სურს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის შუახაზელის შეძენა “პარი სენ ჟერმენს” უნდა. როგორც ირკვევა, ამ ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია, მაგრამ მას მაინც “ბარსელონაში” გადასვლა ურჩევნია.
“კარგ ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა მარტივია. “ბარსელონას” სათამაშო სტილთან შეგუება არ გამიჭირდება. ასე მოხდა რუდი გარსიას “რომას” შემთხვევაში.
“ბარსელონაში” საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას მოვახერხებდი. ქალაქისა და ამინდის გათვალისწინებით, ამ გუნდში გადასვლა ცუდი ვარიანტი არ იქნებოდა.
ერთადერთი ფრანგული კლუბი, რომელშიც ვითამაშებდი, “პარი სენ ჟერმენია”. ამ ეტაპზე “რომას” ფეხბურთელი ვარ და აქ თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა, პარიზში გადაბარგების წინააღმდეგი არ ვიქნები. პარიზელები აშენებენ გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.” – ციტირებს პიანიჩის სიტყვებს Football Espana.