იტალიური “რომას” ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გამოცვლას აღარ აპირებს.
ამის შესახებ 23 წლის ფეხბურთელის აგენტმა Football Italia-ს განუცხადა: “მირალემი არის და რჩება “რომას” ფეხბურთელად. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ზაფხულში მას არ გაყიდიან”.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში რომაული კლუბი უკვე დატოვა ორმა ფეხბურთელმა - მარკინიოსი პსჟ-ში გადავიდა, ხოლო ოსვალდომ კონტრაქტი “საუთჰემპტონთან” გააფორმა. პიანიჩის მიმართ დაინტერესებას “მილანი” და “დორტმუნდი” გამოხატავდა. იყო მისი პსჟ-ში გადასვლის ვარიანტიც.
ბოსნიელი “რომაში” 2011 წელს “ლიონიდან” 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სერია A-ს გასული სეზონის 27 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა.