გუშინ, იტალიის სერია ა-ს შეხვედრაში, მირალემ პიანიჩის დუბლის წყალობით, “რომამ” “ნაპოლი” დაამარცხა (2:0). ბოსნიელი ფეხბურთელი, მატჩის შემდეგ, ,,სკაი სპორტ იტალიასთან’’ საუბრისას ძალიან გახარებული იყო.
,,ეს საოცარი მომენტია, ბედნიერი ვარ გამარჯვებით, იმედი მაქვს, წარმატებულ თამაშს განვაგრძობთ.”
,,ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს. გასულ სეზონში მონდომებით ვვარჯიშობდი, მაგრამ დიდი ბრძოლა მიწევდა სათამაშო დროის მოსაპოვებლად და ხშირად მხოლოდ სათადარიგო სკამიდან ვერთვებოდი თამაშში.’’
მიმდინარე სეზონში ბოსნიელმა შემტევმა სერია ა-ში ჩატარებულ რვა შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო “რომამ” უკლებლივ ყველა შეხვედრა მოიგო და 24 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.
დიმიტრი შარიქაძე