ჭიდაობა

16:48 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი მსოფლიოს ფინალშია

 საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გენო პეტრიაშვილმა (120 კგ) ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებას ერთადერთი გამარჯვება აშორებს.

ფინალში ქართველი მძიმეწონოსანი კანადელ ამარ დესის დაუპირისპირდება.

დღესვე ხორვატულ ხალიჩაზე ჩემპიონ-პრიზიორები კიდევ სამ წონით კატეგორიაში: 55, 66 და 84 კილოგრამებში უნდა გათამაშდეს. საქართველოს დროშის ქვეშ გიორგი ლეჟავამ (55 კგ), ომარ გურჯიძემ (66 კგ) და გიორგი ჩხარტიშვილმა (84 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ჩემპიონატზე გამოსვლა დილის პროგრამაშივე დაასრულეს.

შეგახსენებთ, თავისუფალ ჭიდაობაში სეზონის უმთავრესი ტურნირი გუშინ, ოთხი წონის შეხვედრებით გაიხსნა და ოთხივე სამეული ქართველთა გარეშე შეივსო.

 

0.117432