მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგანი ჩეხი პეტრა კვიტოვა, აგრძელებს წარმატებულ სვლას პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე. ნახევარფინალურ ეტაპზე, პეტრამ იოლად გაანადგურა 23 წლის რუმინელი ალექსანდრა კადანტუ 6:0, 6:4 და ფინალის საგზურიც მოიპოვა.
შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, კვიტოვამ მეტოქის 2 ბრეიკის წილ, კადანტუს 6 ჩაწოდების მოგება შეძლო. მაყურებელმა მატჩში ვერცერთი ეისი ვერ იხილა.
კატოვიცეს ფინალურ მატჩშიმ ჩეხი ჩოგბურთელი იტალიელ რობერტა ვინჩის შეხვდება, რომელმაც ასპარეზობას გერმანელი ანიკა ბეკი გამოთიშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია