ავტოსპორტი

1:55 | 16.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

პეტერანსელის მეათე, „მინის“ პირველი

 

სტეფან პეტერანსელმა მეათედ მოიგო დაკარის რალი–მარათონი და ეს ლეგენდარული რბოლა, „მინის“ პირველად მოაგებინა. ფრანგ მრბოლს, ვისაც მსუბუქი მანქანების რბოლა უკვე ოთხჯერ აქვს მოგებული, რბოლის პირველ ეტაპებზე, საბურავების ხშირი დაზიანება უქმნიდა პრობლემებს, თუმცა მოგვიანებით სოლიდურ უპირატესობას მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ ფინიშამდე ორი ეტაპით ადრე, დიუნებში გაიჭედა და ბევრი დრო დაკარგა, ლიდერობა მაინც ბოლომდე შეინარჩუნა.

საბოლოოდ, მან 40 წუთზე მეტით აჯობა თავის ესპანელ თანაგუნდელ ნანი რომას, რომელმაც პირველობისთვის ბრძოლის შანსი ბოლოსწინა ეტაპზე დაკარგა, როცა დიუნებში გაიჭედა. „მინის“ კიდვ ერთი მრბოლი, პოლონელი კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი თავიდან ასევე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ რბოლის შუა ეტაპებზე, რამდენჯერმე მექანიკური პრობლემები შეექმნა და საბოლოოდ, მეათე ადგილს დასჯერდა.

სამაგიეროდ, საბოლოო კლასიფიკაციაში, მოწინავე ოთხეულში შევიდა „მინის“ მანქანით მოასპარეზე კიდევ ერთი ეკიპაჟი, რომლისს საჭესაც რუსი ლეონიდ ნოვიცკი უჯდა. ამან პირველი ეტაპის მოგება შეძლო, თუმცა გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი მალევე დაკარგა.

„მინის“ ეკიპაჟებს ყველაზე სერიოზული კონკურენცია „ჰამერის“ ეკიპაჟებისგან შეხვდათ, მაგრამ ორივეს გზად ბევრი პრობლემა შეექმნა და საბოლოოდ, მათგან საუკეთესო ამერიკელი რობი გორდონი გახდა, რომელმაც რბოლა მეხუთეზე დაასრულა. დაკარის შარშანდელმა ჩემპიონმა, ყატარელმა ნასერ ალ–ატიამ კი ფინიშსაც ვერ მიაღწია.

გორდონმა ბოლო, ყველაზე მოკლე ეტაპი მოიგო, მაგრამ ნვიცკის დაწევა ვეღარ შეძლო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, სტიუარდებმა მის მანქანაზე აკრძალული სისტემა – დაზიანებული საბურავების დასაბერი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რის გამოც შესაძლოა, ამერიკელის შედეგი საერთოდაც გააუქმონ.

 

საბოლოო კლასიფიკაცია

1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი)                         14:54:46

2. ნანი რომა (ესპანეთი, მინი)                                                    + 41:56

3. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა)                 + 1:13:25

4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი)                                        + 2:11:54

5. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი)                                                 + 2:16:53

6. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა)                            + 4:05:52

7. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                   + 4:30:24

8. რიკარდო ლეალ დუშ სანტუში (პორტუგალია, მინი)       + 5:03:18

9. ბერნჰარდ ტენ ბრინკი (ჰოლანდია, მიცუბიში)                  + 5:11:18

10. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, მინი)                       + 6:59:38

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167891