ფეხბურთი

14:49 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერტიამ დვალი შეაქო

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის “ტირასპოლთან” სტუმრად გამარჯვების (1:0) შემდეგ, რიგის “სკონტოს” მთავარმა მწვრთნელმა თამაზ პერტიამ გუნდის დებიუტანტი ლაშა დვალი გამოარჩია.

“ლაშა დვალმა ისე დამაჯერებულად ითამაშა, ვერავინ იტყოდა, რომ ამ ბიჭს ცოტა ხნის წინ 18 წელი შეუსრულდა. ის როგორც ჩამოყალიბებული ფეხბურთელი გამოიყურებოდა”, – იუწყება პერტიას სიტყვებს საფეხბურთო კლუბ “სკონტოს” ოფიციალური ვებგვერდი.

დვალი რიგელთა შემადგენლობაში რამდენიმე თვე ვარჯიშობდა, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თამაშის საშუალება არ ჰქონდა. ლატვიურ გუნდში მისი დებიუტი “ტირასპოლის” წინააღმდეგ შედგა და 18 წლის ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.


თეგებილაშა დვალი
0.119489