ფეხბურთი

14:26 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერტია ლატვიაში ლიდერობას არ თმობს

ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-10 ტურში რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, “იურმალა” სტუმრად 5:0 დაამარცხა.

“სკონტოში” მყოფი ქართველი ლეგიონერებიდან ლევან ჭაჭიაშვილი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ლადო დათუნაშვილი – 68-ეზე. გოლი არცერთს გაუტანია. რიგელთა შორის არ უთამაშიათ ლაშა დვალსა და ირაკლი კლიმიაშვილს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი “სკონტოს” ცოტა ხნის წინ შეუერთდა. “სკონტოს” 21 ქულა აქვს და 10-გუნდიან ვირსლიგას ლიდერობს.

რიგელებს მხოლოდ გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება “ვენტსპილსი”, სადაც თორნიკე თარხნიშვილი ირჯება. განვლილ ტურში “ვენტსპილსმა” “იელგავა” სტუმრად 2:1 დაამარცხა და თარხნიშვილი თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო.

თეგებიპერტია
0.117774